საკონსულო განყოფილების განცხადება 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით

  1. საჭირო საბუთები
 
საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირებმა, რომელთაც სურვილი აქვთ ეწვიონ იაპონიას 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, უნდა შემოიტანონ სავიზო განაცხადი ტურისტულ ვიზაზე. გთხოვთ იხილოთ საბუთების ჩამონათვალი: https://www.mofa.go.jp/files/000433641.pdf (გვერდი 3).
 
მოთხოვნილ საბუთებთან ერთად რეკომენდირებულია 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე დასწრების დამადასტურებელი საბუთების ან ბილეთების წარდგენა.
 
  • ეს განცხადება არ ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უწყების მოწვევა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე.
 
 
  1. განაცხადის ფორმები QR კოდით
 
მათთვის, ვისაც განაცხადი იაპონიის ვიზაზე შემოაქვს 2019 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, რეკომენდირებულია შემოიტანონ განაცხადის ფორმები QR კოდით: https://www.mofa.go.jp/files/000124525.pdf (გთხოვთ გამოიყენოთ Internet Explorer ან Acrobat Reader. QR კოდი უნდა გამოჩნდეს გვერდის მარცხენა ზემო კუთხეში).
 
 
  1. ვიზის გაცემა
ვინაიდან 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე დასასწრებად გამგზავრების მსურველთა რაოდენობა დიდია, შესაძლოა ივნისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვიზის გაცემას დასჭირდეს ძირითადზე მეტი დრო.