პროექტის გახსნის ცერემონია:"განაღმვითი სამუშაოები ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან" - იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა“

2018 წლის 21 სექტემბერს გაიმართა პროექტის გახსნის ცერემონია სოფელ ერგნეთთან. განაღმვითი სამუშაოები განხორციელდა იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა.“ ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, ბ–ნი ნიკ სმარტი – ორგანიზაცია HALO Trust–ის რეგიონული დირექტორი და თვითმმართველობის წარმომადგენლები. 
 
პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2017 წლის 2 მარტს – საქართველოში იაპონიის საელჩოსა და ორგანიზაცია HALO Trust-ს შორის. აღნიშნული პროექტი განვითარდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ გამოყო გრანტი ცხინვალის ადმინისტრაციულ ე.წ. საზღვართან განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად – პროექტის მეშვეობით, 137–ზე მეტი ჰექტარი გამოცხადდა უსაფრთხოდ, 153 500–ზე მეტი მოსახლისთვის. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 346 000 აშშ დოლარს.


                    
                                                                   
                                                                       ადგილმდეობარეობა: