ბატონი ტომონორი ჰასეგავა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ეწვია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს

      2018 წლის 16 მაისს, ბატონი ტომონორი ჰასეგავა, იაპონიის ელჩის მოადგილე და მრჩეველი ეწვია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თბილისში). ბატონი ჰასეგავა შეხვდა ბატონ ზურაბ ხონელიძეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს.

      მოგვიანებით ბატონმა ჰასეგავამ უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია იაპონიის ისტორიის, კულტურის და ეკონომიკის შესახებ. აქტიური კითხვა-პასუხის სესიაც გაიმართა. ბატონმა ჰასეგავამ გამოხატა მადლიერება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი თანამშრომლების მიმართ გულთბილი მასპინძლობისათვის.