გახსნის ცერემონია პროექტი: “წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლის საძინებლის რეაბილიტაცია“ იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა“

     2018 წლის 1 ოქტომბერს, 13:00–ზე, გაიმართა პროექტის გახსნის ცერემონია, სამეგრელოს რეგიონის მარტვილის მუნიციპალიტეტში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლაში.  სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა.“ ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

     პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2017 წლის 23 თებერვალს – საქართველოში იაპონიის საელჩოსა და წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლას შორის. პროექტის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ გამოყო გრანტი სკოლის საძინებლის რეაბილიტაციის მხარდასაჭერად – პროექტის მეშვეობით, ასზე მეტ მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს განახლებული შენობით. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 82 528 აშშ დოლარს.

   

   

                                                                               ადგილმდებარეობა: