იაპონიის პოზიცია სირიის არაბთა რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"

      იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

      აღნიშნულ პოზიციაზე ზემოქმედებას ვერ იქონიებს სირიის არაბთა რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.