იაპონიის არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში გარემოსდაცვითი აჭურვილობის უზრუნველყოფის პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია

       2018 წლის 26 ივნისს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ჩატარდა იაპონიის არასაპროექტო  საგრანტო  დახმარების  ფარგლებში  გარემოსდაცვითი  აჭურვილობის  უზრუნველყოფის პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ:  იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო თანდილაშვილი და სხვები.

       2014 წელს იაპონიის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულებები.  გრანტის დახმარების ჯამურმა თანხამ შეადგინა სამასი მილიონი (300,000,000) იაპონური იენი.

       ეს არის მეორე პაკეტი, რომელიც მოიცავს ფოთის და ბათუმის საზღვაო ნავსადგურების ამინდის ავტომატურ მონიტორინგს და დასავლეთ საქართველოში ოთხ მდინარეზე წყლის დონის გასაზომი მოწყობილობების უზრუნველყოფას. პირველი პაკეტი  მოიცავდა  ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის იაპონური უახლესი ავტომატური სისტემის უზრუნველყოფას,  რომელიც განხორციელდა 2016 წელს.