ქართული | English | 日本語
სამება

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

მისი აღმატებულება ბატონი მასაიოში კამოჰარა
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში



გმადლობთ რომ ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! მე ვარ მასაიოში კამოჰარა, იაპონიის ელჩი საქართველოში.

საქართველო მსოფლიოში კარგად არის ცნობილი როგორც ულამაზესი ლანდშაფტებისა და ბუნების მქონე ქვეყანა ამიერ კავკასიაში. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთიდან – თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, და ასევე გააჩნია შავ ზღვაზე გასასვლელი დასავლეთიდან. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, ქვეყანა აქტიურად ატარებს რეფორმებს დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის გენვითარებისთვის. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებამ, გაიარა გარკვეული სიძნელეები და ამჟამად მას თავის ტერიტორიაზე გააჩნია ორი კონფლიქტური რეგიონი. ბოლო შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში.

საქართველო ამაყობს თავისი უძველესი ისტორიული წარსულით და მდიდარი კულტურით. ქვეყანაში სტუმრობისას შეგიძლიათ ნახოთ უამრავი მართმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი და ასევე ბევრი შესანიშნავი მონუმენტი. ქრისტიანობა საქართველოში განმტკიცდა მე-4 საუკუნეში. ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებული იქნა როგორც "კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი", როდესაც იუნესკომ 2001 დაიწყო ასეთი უნიკალური კულტურული ფასეულობების აღიარება მთელი მსოფლიოს მაშტაბით. თუნდაც ცოტა რამ გსმენოდეთ საქართველოს შესახებ, თქვენთვის შესაძლოა ცნობილი იყვნენ ქართველი სუმოისტები კოკაი და ტოჩინოშინი; გამოჩენილი ბალეტის მოცეკვავე ნინო ანანიაშვილი; მსოფლიოში ცნობილი მხატვარი ნიკო ფიროსმანი, ასევე ქართული ღვინო, რომელიც ითვლება უძველეს ღვინოდ მთელს მსოფლიოში და ქართველი ხალხის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა.

ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იაპონიის მთავრობამ საქართველოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს და 2009 წლის იანვარში გახსნა თავისი საელჩო დედაქალაქ თბილისში. იაპონია მუდმივად მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს სხვადასხვა სფეროში; 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ იაპონიამ დახმარების სახით გამოყო 200 მილიონი დოლარი აღდგენითი და განვითარებითი სამუშაოების ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობა და ხალხი დაინტერესებულია იაპონიასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებში და აქტიურად მუშაობს იაპონიიდან მეტი ტურისტის მოზიდვაზე.

იაპონიის საელჩო საქართველოში განაგრძობს აქტიურ მუშაობას რათა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობების განვითარებას და ასევე იაპონური კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში.