ქართული | English | 日本語
სამება

მისი აღმატებულება ბ–ნი მასაიოში კამოჰარას მისასალმებელი სიტყვა,

იაპონიის ელჩი საქართველოში



წელს ჩვენ აღვნიშნავთ იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე–20 წლისთავს. ორმხრივი ურთიერთობების აქტიური და დინამიური განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნებისთვის ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა.

ამ იუბილეს აღსანიშნავად, იაპონიის საელჩომ გადაწყვიტა ჩაეტარებინა იაპონიის კულტურის თვე – "იაპონური გაზაფხული", რომელიც 2012 წლის თებერვალსა და მარტში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება 18 თებერვალს გაიხსნება საბალეტო კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იაპონური ბალეტის წარმატებული მოცეკვავე და კიევის ბალეტის წამყვანი სოლისტი, ქ–ნი შინობუ ტაკიტა და მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავი, ქ–ნი ნინო ანანიაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავეები.

გარდა ამისა, მარტში იგეგმება რამოდენიმე კულტურული ღონისძიება: ინგლისში მცხოვრები ცნობილი მევიოლინის, ბ–ნი კენ აისოს კონცერტი, იაპონიის შორეულ აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ბავშვების ნახატების გამოფენა და იპონური კინოს ფესტივალი.

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, რის გამოც ის რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოთამაშედ ითვლება. ბოლო წლებში მისი მიღწევები ეროვნული აღმშენებლობისა და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ თვალშისაცემია. საქართველომ ბევრ სფეროში დიდ წარმატებებს მიაღწია და ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ იაპონია იყო ერთ–ერთი მათგანი, რომელმაც ხელი გაუწოდა ამ დიდებულ ქვეყანას დემოკრატიის გაძლიერებაში და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში.

2012–ში, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას როგორც იაპონიაში ასევე საქართველოში. ვივედოვნებ, რომ ჩატარებული ღონისძიებები უფრო მეტად დააახლოებს ჩვენს ერებს და უფრო ღრმად გაგვაცნობიერებინებს ჩვენი ოცწლიანი ურთიერთობების მნიშვნელობას.



* * * * * * * *