ორხმრივი ურთიერთობები
ზოგადი ინფორმაცია (იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი)
პოლიტიკა
იაპონიამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წლის აპრილში და ამავე წლის აგვისტოში დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. იაპონიის საელჩო თბილისში გაიხსნა 2009 წლის იანვარში; მანმადე საქართველოსთან ურთიერთობები ხორციელდებოდა რუსეთსა ან აზერბაიჯანში მყოფ საელჩოების მეშვეობით.
ზოგადად ქართველი ხალხი არის კეთილგანწყობილი იაპონელი ხალხის მიმართ და ორი ქვეყნის ურთიერთობები ძალიან კარგია. რეგულარულად იმართება მაღალი რანგის ოფიციალური პირების ვიზიტები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ვიზიტი 2013 წელს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი 2014 წელს. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის იმართება რეგულარული საკონსულტაციო შეხვედრები.
იაპონია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველო, უკრაინასთან აზერბაიჯანთან და მოლდოვასთან ერთად არის სუამის დამფუძნებელი წევრი, რომელიც არის საერთაშორისო ორგანიზაცია რომლის მიზანია შემდგომი დემოკრატიზაცია და საბაზრო ეკონომიკის განვითარება. იაპონიას თავისი წვლილი შეაქვს სუამის ენერგო ეფექტურობის ამაღლებაში, ხელს უწყობს ვაჭრობას და ინვესტიციებს და ასევე ტურიზმის განვითარებას.
ეკონომიკური ურთიერთობები
ამჟამად იაპონიასა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიური არ არის. მეორის მხვრივ საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ლიბერალურ ეკონომიკას და ვაჭრობას, შექმნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ფოთსა და ქუთაისში. ასევე იმართება მოლარაკებები ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი ელემენტი არის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა. გარდა ამისა, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო ცნობილია როგორც კორუპციის დაბალი დონის მქონე ქვეყანა. ამ დადებითი ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი რათა სამომავლოდ გახდეს იაპონური ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ქვეყანა.
ორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასანვითარებლად 2008 წლის აგვისტოში დაარსდა იაპონურ-ქართული ეკონომიკური კომიტეტი.
ეკონომიკური თანამშრომლობა
საქართველო არის იაპონური იენის სესხის, საგრანტო დახმარების, და სხვა დახმარების მიმღები ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. საქართველოს მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების დროული გადაჭრა, როგორიცაა პროფესიონალი კადრების ნაკლებობა, მოძველებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და გარემოს დაბინძურება. ასევე ქვეყანას სჭირდება დახმარება დემოკრატიზაციის და საბაზრო ეკონომიკის დაარსების პროცესში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების დაძლევაში. 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, იაპონიის მთავრობამ UNHCR-ის მეშვეობით გამოყო 1 მილიონი აშშ დოლარი როგორც გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება იძულებით გადაადგილებული პირებისათვის. ამავე წლის ოქტომბრის თვეში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, იაპონიამ გამოყო 200 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს რეაბილიტაციისთვის. აღნიშნული თანხები მოხმარდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდასაჭერად, და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, იაპონია დიდ მნიშვნელობას უთმობს გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროექტებს, რომელთა მიზანი საქართველოს ხელმოკლე მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაა.
იაპონიის განვითარების ოფიციალური დახმარება საქართველოსთვის
გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროექტები
იაპონიის კულტურის საგრანტო დახმარება
იაპონიის საგრანტო დახმარების პროგრამა საქართველოსადმი 2010-2012 ფისკალურ წწ-ში