ქართული | English | 日本語
სამება

იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა



13 დეკემბერს იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს, რომელმაც ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის შესახებ. ელჩმა დააფიქსირა იაპონიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ კი ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი გზით გადაწყდეს კონფლიქტის მოგვარება საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით.

 




* * * * * * * *