ქართული | English | 日本語
სამება

ელჩის მისასალმებელი სიტყვა


მისი აღმატებულება ბატონი ტადაჰარუ უეჰარა
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში



მოგესალმებით, საქართველოში იაპონიის საელჩოს ვებ-გვერდზე. დიდი მადლობა ვიზიტისათვის.

მე ვარ ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის ელჩი საქართველოში. საქართველოში 2017 წლის 1 აგვისტოს ჩამოვედი.

იაპონიამ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ 25 წლისთავს. იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ღრმავდებოდა და ფართოვდებოდა სხვადასხვა სფეროში, ისეთი როგორიც არის სპორტი (სუმო, ძიუდო, რაგბი), ბალეტი, ხელოვნების სხვადასხვა სფერო, კერძო ბიზნესი, პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე. ახლო მომავალში, კერძოდ კი 2019 წელს იაპონიაში ჩატარდება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გამტკიცებას.

2017 წლის 5 ივნისს იაპონიამ გაამარტივა სავიზო პროცედურები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ იაპონიასა და საქართველოს შორის ტურიზმი და ხალხებს შორის კონტაქტი უფრო გააქტიურდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იაპონია მხარს უჭერს მის განვითარებას ODA-ს სხვადასხვა ფორმებით, როგორიცაა იენის სესხი, საგრანტო დახმარება და ტექნიკური თანამშრომლობა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობიდან დაწყებული საგანმანათლებლო და სამედიცინო ინსტიტუტების, სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანადგარების გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროექტების მეშვეობით საქართველოს რეგიონებში.

კულტურის თვალსაზრისით, საქართველო გასაოცარი ქვეყანაა, რომელიც გვხიბლავს ისტორიული ქალაქებით ისეთი როგორიცაა თბილისი, მცხეთა, მომხიბვლელი და ლამაზი ბუნებით, ქართული ღვინით და მდიდარი სამზარეულოს კულტურით. ვისურვებდი, რომ უფრო მეტ იაპონელს მისცემოდა შესაძლებლობა შეეგრძნო ქართველების სტუმართმოყვარეობა და მეგობრობა.

იაპონია და საქართველო პარტნიორი ქვეყნებია, რომლებიც იზიარებენ ფუნდამენტალურ ღირებულებებს,ისეთი როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა.

მე ძალისხმევას არ დავიშურებ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებისთვის.