ქართული | English | 日本語
სამება

თბილისის თანამედროვე ხელოვნების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალში "არტისტერიუმი 2011"


~იაპონელი მხატვრების მონაწილეობით~



იაპონელი მხატვრები, ბ–ნი ჯუნიჩირო იშიი და ბ–ნი მასარუ ივაი მონაწილეობას მიიღებენ თბილისის თანამედროვე ხელოვნების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალში "არტისტერიუმი 2011", რომელიც ჩატარდება თბილისში ა.წ. 1–10 ნოემბერს. იაპონიის ფონდი მხარს უჭერს ამ ღონისძიებას.

დაწვრილებით ინფორმაციისთვის იხილეთ "არტისტერიუმ 2011" ვებგვერდი


იაპონელი მხატვრების გამოფენა

გახსნის დღე: 2 ნოემბერი, 2011, 17:00 (გამოფენა გაგრძელდება 10 ნოემბრამდე)

ადგილი: ლიტერატურის მუზეუმი, გალერეა "41 გრადუსი" (გამოფენა გაგრძელდება 10 ნოემბრამდე)

მისამართი: ჭანტურიას ქ. 8, თბილისი



ჯუნიჩირო იშიი

სპეციფიკური თვალსაზრისით, ჯუნიჩირო იშიი განსაკუთრებით დაინტერესებულია სუფთა კულტურული ასპექტების შესწავლით. ადგილის მიმართ განსაკუთრებული შთაბეჭდილებების წარმოსაჩენად,იგი არ იყენებს რაიმე წინასწარ განზრახულ მეთოდს, არამედ კულტურულ თავისებურებას ტვირთავს სიმბოლური ფორმით და რასაც თავად განიცდის, წარმოაჩენს როგორც სპეციფიკურ კულტურულ ქმნილებას. ეს არის ჩვეულებრივი შეგრძნებების ეთგვარად არაჩვეულებრივი ინტერპრეტაცია, რაღაც კულტურული სკეტჩის მსგავსი რამ.
(ბ-ნი იშიის CV)





მასარუ ივაი

თავის ნამუშევრებში მასარუ ივაი ნაგავს და დასუფთავებას აერთიანებს თემის ქვეშ "დამლაგებლები ყველგან (უპირველეს ყოვლისა)". რისთვისაც იგი იყენებს სხვადასხვა მედია საშუალებებს როგორიცაა მედია ინსტალააცია და ვიდეო პერფორმანსი. ივაი ყოველღიურობაში ჩვენი სისუფთავისკენ მიდრეკილებას ენერგიული ჟესტიკულაციით და ცირკულარული მოქმედებებით გამოხატავს.
(ბ–ნი ივაის CV)