
ღონისძიება ეძღვნება იაპონია–საქართველოს შორის
დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავის იუბილეს
ჯგუფი "დადადადან ტენკოს" ვადაიკოს კონცერტი
თარიღი: 30 სექტემბერი, 2012 (კვირა), 22:00
ადგილი: კ. მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 8
* ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მარჯანიშვილის თეატრის სალაროში
* * * * * * * *
● დასარტყამ ინსტრუმენტთა ჯგუფი "დადადადან ტენკო"
"დადადადან ტენკო" იაპონური პროფესიონალური დასარტყამ ინსტრუმენტთა ჯგუფია, რომელიც ისაია მონდორიმ 1987 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფი იყენებს 40 დიდ და პატარა იაპონურ დასარტყამ ინსტრუმენტს, ცუგარუ შიამისენს (ტრადიციული სამ–სიმიანი ინსტრუმენტი) და იაპონურ ფლეიტას. ჯგუფს თავისი უნიკალური და შთამბეჭდავი კონცერტების გამო ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. "დადადადან ტენკომ" უკვე 1000 კონცერტზე მეტი ჩაატარა მსოფლიოს 20 ქვეყანაში. 2011 წელს ჯგუფმა მიიღო "ოსაკას კულტურის პოპულარიზაციის ჯილდო".
2012 წელს ჯგუფმა აღნიშნა 25–ე იუბილე და ორი თვის განმავლობაში ევროპაში გამართა მე–7 საკონცერტო ტური. ჯგუფს სჯერა, რომ თავისი ენერგიული წარმოდგენებით შესძლებს იაპონური მუსიკის გავრცელებას მსოფლიოში.