ქართული | English | 日本語
სამება

თეატრალური დასი "რინკოგუნ"-ის სპექტაკლი თბილისში


"და-რუ-მა-სა-ნ-გა-კო-რო-ნ-და"


იაპონური თეატრალური დასი "რინკოგუნ", იაპონიის კულტურის საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში (14 სექტემბერი–8 ოქტომბერი, 2011 წელი) და წარმოადგენს სპექტაკლს სახელწოდებით "და-რუ-მა-სა-ნ-გა-კო-რო-ნ-და".

თარიღი : 24 სექტემბერი (შაბათი) 17:00-

ადგილი: კულტურის ცენტრი "თბილისი არტ ჰოლი"

(მისამართი: ცოტნე დადიანის ქ.26, თბილისი)

* წარმოდგენა იაპონურად (ქართული და ინგლისური სუბტიტრებით).



* * * * * * * *


თეატრალური დასის შესახებ

თეატრალური დასი "რინკოგუნ" დაარსდა 1983 წელს. "რინკოგუნ"–მა ორიგინალური და ენთუზიასტური სპექტაკლები შექმნა, რომლებიც სოციალურ-პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრს, ექპერიმენტალიზმს და გამოხატვის ძალას მოიცავს. ამ დასის წარმოდგენების უდიდესი ნაწილი დაწერილია და დადგმულია მისი დამაარსებლის იაპონელი დრამატურგის და რეჟისორის, იოჯი საკატეს მიერ. დასი მოღვაწეობს არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მისმა ნამუშევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 11 უცხო ქვეყნის 18 ქალაქში. დასი ეხება ბევრ სადავო და ზოგჯერ ტაბუდადებულ თემას, რითაც ის მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მათი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და პოლიტიკური თეატრალური დასის სპექტაკლებს, კრიტიკოსები მაღალ შაფასევას აძლევენ.

სპექტაკლი "და-რუ-მა-სა-ნ-გა-კო-რო-ნ-და", რომელიც წარმოდგენილი იქნება თბილისში, ასევე დაწერილია და დადგმულია საკატეს მიერ. სპექტაკლის თემაა ნაღმის პრობლემა. 2004 წელს სპექტაკლს გადაეცა იომიურის თეატრალური ჯილდო.


სპექტაკლის შესახებ

"და-რუ-მა-სა-ნ-გა-კო-რო-ნ-და" (სიტყვასიტყვით - თოჯინა დარუმა დაეცა) იაპონური დაჭერობანას თამაშის სახელწოდებაა. სათაურის ათი მარცვალი ათამდე თვლას გამოხატავს. მსოფლიოში უამრავი საბავშვო თამაშია, სადაც ათამდე თვლაა გამოყენებული. ამ თამაშის სახელი თუ სტილი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში.




ამ სპექტაკლში, და–რუ–მას თამაში დანაღმულ ველზე მიმდინარეობს. სპექტაკლის სტრუქტურა სხვადასხვა სიუჟეტური ხაზისგან შედგება, რომელშიც ქვემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟები მონაწილეობენ:
– ჰუმანიტარული დახმარების მისიით უცხო ქვეყანაში გაგზავნილი ორი იაპონელი თავდაცვის ოფიცერი, რომელიც დანაღმულ ველზე აღმოჩნდება;
- იაპონელი განგსტერი, რომელიც უფროსისგან იღებს ბრძანებას გაემგზავროს ნაღმების მოსაძებნად;
– ქალი, რომელსაც ფეხის ნაცვლად პროტეზი აქვს. იგი თავს მოვალედ თვლის, გაანადგუროს ყველა ნაღმი;
– კაცი, რომელიც ქარხანაში ნაღმებს ამზადებს, აქვეა მისი ოჯახი;
- ლტოლვილთა ჯგუფი, რომელიც იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა, რადგან მათ სოფელში ნაღმები ძალიან მომრავლდა.


საკატემ გართობის და იუმორის ელფერი მოჰფინა ამ სერიოზულ საკითხებს. "და-რუ-მა-სა-ნ-გა-კო-რო-ნ-და" შეიძლება აღვიქვათ როგორც ხალხისთვის მლოცველი, რომელიც რეალობის აღქმას ბრძოლის ველზეც კი არ კარგავს.

ამ სპექტაკლის პრემიერა 2004 წელს ტოკიოში შეგდა.


* * * * * * * *

9 სექტემბრამდე ბილეთები გაიყიდება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალაროში:

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 8, თბილისი

ტელ:295-5966

10 სექტემბრის შემდეგ ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება "თბილისის არტ ჰოლში":

მისამართი: ცოტნე დადიანის ქ.26

ტელ:215-5530