ჰააგის დეკლარაცია,
ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო
24 მარტი, 2014
- ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების ლიდერები და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები, შევიკრიბეთ რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისადმი.
- საერთაშორისო სამართალი კრძალავს სხვა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ან მის სრულად დაუფლებას ძალადობრივი ქმედებებით. მსგავსი ქმედება არღვევს იმ პრინციპებს, რომლებზეც საერთაშორისო სისტემა არის დაშენებული. ჩვენ ვგმობთ ყირიმში ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმს, რომელიც არღვევს უკრაინის კონსტიტუციას. ჩვენ ასევე კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არალეგალურ მცდელობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალსა და კონკრეტულ საერთაშორისო ვალდებულებებთან. ჩვენ არც მას არ ვაღიარებთ.
- დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ რუსეთის ქმედებებს მოჰყვება მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები. საერთაშორისო სამართლის ეს უცილობო დარღვევა სერიოზული გამოწვევაა კანონის უზენაესობისთვის მთელს მსოფლიოში და უნდა წარმოადგენდეს ყველა ერის შფოთვის საგანს. რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საპასუხოდ, ასევე ჩვენი სიმტკიცის წარმოსაჩენად ვუპასუხოთ ამ უკანონო ქმედებებს ინდივიდუალურად და კოლექტიურად, ჩვენ დავაკისრეთ რუსეთს და შესაბამის პასუხისმგებელ ინდივიდებს თუ ორგანიზაციებს სხვადასხვა სანქციები. ჩვენ ვრჩებით მზადყოფნაში გადავდგათ უფრო მწვავე ნაბიჯები, მათ შორის კოორდინირებული სექტორალური სანქციებით, რომლებსაც ექნებათ ზრდადად უარყოფითი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე თუ რუსეთი გააგრძელებს მგდომარეობის გამწვავებას.
- ჩვენ ვახსენებთ რუსეთს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და მის მოვალობებს, მათ შორის იმ მოვალეობებსაც, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკას შეეხება. რუსეთს აქვს მკაფიო არჩევანი გასაკეთებელი. სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭირო დიპლომატიური არხები კვლავაც რჩება ღია და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას გამოიყენოს ისინი. რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ისარგებლოს საერთაშორისო შუამდგომლობისა და დამკვირვებლების შემოთავაზებით რათა ამ გზით შეძლოს მისი ნებისმიერი ლეგიტიმური შეშფოთების გაქარწყლება.
- რუსეთის მხარდაჭერა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სპეციალური მისიისადმი უკრაინაში არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ჩვენ იმედი გვაქვს მისიის ადგილზე მალევე გამწესებისა რათა მოხდეს დაძაბულობის შემცირება და სიტუაციის ნორმალიზება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს უზრუნველყოს სპეციალური მონიტორინგის მისიის წევრების უსაფრთხო და დაცული წვდომა მთელი უკრაინის ტერიტორიაზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი მანდატის შესრულება.
- ეს ჯგუფი ერთად შეკრა საერთო რწმენამ და პასუხისმგებლობამ. რუსეთის ქმედებები ბოლო კვირების განმავლობაში არათავსებადია მათთან. ამ გარემოებების პირობებში, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილოებას სოჭის დაგეგმილ სამიტში. ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს მოღვაწეობას დიდ რვიანში მანამ სანამ რუსეთი არ შეიცვლის კურსს და სამუშაო გარემო არ დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რომელშიც დიდი რვიანი შეძლებს აზრიანი დისკუსიების გამართვას. შემდეგისთვის ჩვენ შევიკრიბებით დიდი შვიდიანის ფორმატში, დაგეგმილ დროს, 2014 წლის ივნისში, ბრიუსელში, რათა განვიხილოთ საერთო საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენ ასევე ვურჩიეთ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრებს არ დაესწრონ აპრილის შეხვედრას მოსკოვში. უფრო მეტიც, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დიდი შვიდიანის ენერგეტიკის მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს რათა განიხილონ კოლექტიური ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების გზები.
- ამავდროულად, ჩვენ მყარად ვდგავართ უკრაინის ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, რომლებიც მოელიან მათ ქყვეყანაში ერთიანობის, დემოკრატიის, პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის აღდგენას. ჩვენ ვაქებთ ურკაინის ხელისუფლების ამბიციური რეფორმების განრიგს და ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ შესრულებას, რამდენადაც უკრაინა ისწრაფვის დასაბამი დაუდოს საკუთარი ისტორიის ახალ ფურცელს, რომელიც ემყარება კონსტიტუციურ ფართო რეფორმას, თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს მაისის თვეში, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და ეთნიკური უმცირესობების პატივისცემას.
- საერთაშორისო მონეტარულ ფონდს აკისრია წამყვანი როლი საერთაშორისო მცდელობაში მხარი დავუჭიროთ უკრაინის რეფორმებს, შევაცმიროთ უკრაინის ეკონომიკური მოწყვლადობა და ხელი შევუწყოთ ქვეყნის როგორც საბაზრო ეკნომიკის ინტეგრაციას მულტილატერულ სისტემაში. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს სმფ-ის (IMF) მუშაობას უკრაინის ოფიციალურ პირებთან და ვუბიძგებთ მათ მიაღწიონ სწრაფ შეთანხმებას. მსფ-ს დახმარება იქნება გადამწყვეტი - მსოფლიო ბანკისგან, სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, ევროკავშირისა და ბილეტარალური წყაროებისან დამატებითი დახმარების მისაღებად. ჩვენ ვრჩებით ერთანნი ჩვენი საერთო მიზნის გარშემო გავუწიოთ ძლიერი ფინანსური დახმარება უკრაინას, მოვახდინოთ ჩვენი ტექნიკური დახმარებების კოორდინირება, გავუწიოთ დახმარება სხვა სფეროებშიც, მათ შორის ვაჭრობის გაძლიერებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
* * * * * * * *