იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი
არასაპროექტო საგრანტო დახმარებაზე ხელმოწერის ცერემონია
2014 წლის 20 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა ურთიერთგაცვლის ნოტების ხელმოწერის ცერემონია არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი ორასი მილიონი (200,000,000) იაპონური იენის შესახებ.
ურთიერთგაცვლის ნოტებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს მისმა აღმატებულებამ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა ტოშიო კაიტანიმ და მისმა აღმატებულებამ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ნოდარ ხადურმა.
არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება აღჭურვილობის შეძენას გარემოს დასაცავად და ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული საგრანტო დახმარების განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბუნებრივი საშიშროების წინასწარ გამაფრთხილებელი სისტემის გაუმჯობესებაში და შეამცირებს რისკებსა და ზარალს, აგრეთვე, საქართველოში იქნება დაცული გარემო უნიკალური, მოქნილი იაპონური ტექნოლოგიების მცირე და საშუალო საწარმოების გამოყენებით.
* * * * * * * *