იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი არასაპროექტო საგრანტო დახმარებაზე ხელმოწერის ცერემონია
2014 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა ურთიერთგაცვლის ნოტების ხელმოწერის ცერემონია არასაპროექტი საგრანტო დახმარების ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი ასი მილიონი (100 000 000) იაპონური იენის (დაახ. 850 000 აშშ დოლარი) შესახებ.
ურთიერთგაცვლის ნოტებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა ტოშიო კაიტანიმ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ნოდარ ხადურმა.
არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება აღჭურვილობის შეძენას გარემოს დასაცავად და ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული საგრანტო დახმარების განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბუნებრივი საშიშროების წინასწარ გამაფრთხილებელი სისტემის გაუმჯობესებაში და შეამცირებს რისკებსა და ზარალს. აგრეთვე, საქართველოში იქნება დაცული გარემო უნიკალური, მოქნილი იაპონური ტექნოლოგიების მცირე და საშუალო საწარმოების გამოყენებით.
იაპონიის მიერ უკვე განხორციელდა სხვადასხვა სახეობის პროექტები, საგრანტო დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობისა თუ ოფიციალური განვითარების სესხით საქართველოს მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობით ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში. იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარება საქართველოსთვის 370 აშშ მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, რაც მოიცავს ეკონომიკური ინფრასტრქტურის გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობასა და სოციალურ სექტორს, კულტურასა და ადამიანური რესურსების განვითარებას.
* * * * * * * *