იაპონია-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


ორ მაისს, დაახლოებით 10 საათსა და 25 წუთზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ფუმიო კიშიდამ უმასპინძლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ მიხეილ ჯანელიძეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 35 წუთი გაგრძელდა. შეხვედრის მიმოხილვა ამგვარია:
1. მინისტრმა კიშიდამ სიამოვნებით აღნიშნა, რომ მას აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს მინისტრ ჯანელიძეს საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, იაპონია დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობებს, რომელიც იზიარებს ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა..
2. მინისტრმა ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა საქართველოში იაპონიის მხრიდან პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისათვის და გამოთქვა ორმხრივი ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანის სურვილი. აგრეთვე, მიესალმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის დაარსებას.
3. ორივე მინისტრი შეთანხმდა, რომ ოფიციალურად დაიწყოს მოლაპარაკებები ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების (BIT) შესახებ, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს ორმხრივი ურთიერთობები. მათ აგრეთვე გაცვალეს მოსაზრებები შემდგომში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკური ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობა, აგრეთვე თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე.
4. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ორივე მინისტრმა გაიზიარა მოსაზრება, საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევაზე, რათა განხორციელდეს ზეწოლა. დამატებით, მინისტრმა ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს იაპონიას გატაცების საკითხთან დაკავშირებით. მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.
იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება ინგლისური იაპონური
* * * * * * * *