ქართული | English | 日本語
სამება

საქართველოს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიალში  წარმომადგენელი ბატონი აისავა გაიგზავნა

14 ივლისი, 2014

    1. ა.წ. 13 ივლისს, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი ბატონი იჩირო აისავა (იაპონია-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ლიგის პრეზიდენტი), პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით, დაესწრო საქართველოს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიალს.

本欄に画像を表示
(სურათი) პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აისავა მონაწილეობს დაკრძალვის ცერემონიალში.

    2. დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული საპატიო სტუმრები, რომლებსაც სათუთი მოგონებები აკავშირებდათ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძესთან. პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ბატონ აისავას საუბრები ჰქონდა დაკრძალვის ცერემონიალის კომიტეტის თავმჯდომარესთან პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მაია ფანჯიკიძესთან და ასევე ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან  ბატონ  ჯეიმს ბეიკერთან.

 

本欄に画像を表示
(სურათი) სპეციალური წარმომადგენელი ბატონი აისავა ესალმება პრემიერ-მინისტრ  ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.

    3. ამის გარდა, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური შეხვედრისას, ბატონმა აისავამ პრეზიდენტ მარგველაშვილს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს სახელით. მხარეებმა აღნიშნეს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მიღწევები და გაცვალეს აზრები ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ აბეს და იაპონელ ხალხს სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნისთვის და იაპონია-საქართველოს ურთიერთობების მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით დიდი იმედი გამოთქვა.

本欄に画像を表示
(სურათი) ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტ მარგველაშვილთან.

    4. ასევე გაიმართა აზრთა ურთიერთგაცვლა მრავალმხრივი მიმართულებით საქართველოს პარლამენტში არსებული იაპონიასთან მეგობრობის ლიგის წევრებთან მრგვალი მაგიდის გარშემო.




* * * * * * * *