ფუროშიკის დემონსტრირება/ლექცია
~ერთად ვეზიაროთ ფუროშიკის ხელოვნებას!~
<
ფუროშიკი წარმოადგენს ტრადიციულ იაპონურ ქსოვილის ნაჭერს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების ლამაზად გადასახვევად.
2011 წლის ნოემბერს, იაპონიის საელჩო პარტნიორების მხარდაჭერით აწყობს ფუროშიკის დემონსტრირება/ლექციას, რომელსაც ჩაატარებს ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოწვეული სამი იაპონელი სპეციალისტი იაპონიის ფონდიდან. ღონისძიება მოგცემთ უნიკალურ საშუალებას საკუთარი თვალით იხილოთ და შეიგრძნოთ ფუროშიკის ჯადოსნური სამყარო.
(იხილეთ: ღონისძიებაში მონაწილეობისათვის საჭირო ინფორმაცია)
განრიგი:
(1) 1 ნოემბერი, 2011 15:00-17:00
ადგილი: ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე–5 კორპუსი
(36, ჭავჭავაძის გამზირი)
(2) 2 ნოემბერი, 2011 15:00-17:00
ადგილი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
(ბედიას ქ., ნუცუბიძის პლატო, 1 მიკრორაიონი)
*ღონისძიება ჩატარდება იაპონურ ენაზე ქართული თარგმანით.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
- წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ იაპონიის საელჩოს იმეილზე: (culture@tb.mofa.go.jp)
-ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 35 პირს. ამისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ წინასწარ იმეილით. რადგანაც დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, პირები რომლებიც წინასწარ რეგისტრაციას არ გაივლიან ვერ შესძლებენ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას.
რა არის ფუროშიკი?
ფუროშიკი ოთხკუთხედი ქსოვილის ნაჭერია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ნივთების შესაფუთად. ფუროშიკი იაპონიაში გამოიყენება უძველესი დროიდან. მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება მე-8 საუკუნის დოკუმენტებში, სადაც ფუროშიკი მოხსენებულია როგორც ცუცუმი (ბოხჩა), რომელიც გამოიყენებოდა შიოსო-ინ (იმპერატორის საგანძური ტოდაიჯის ტაძარში) საგანძურის შესაფუთად ანდა გადასახვევად.
ფუროშიკის (აბაზანის დასაფენი) ისტორია იწყება მე-14 საუკუნიდან, როდესაც შიოგუნმა იოშიმიცუ აშიკაგამ ააშენა დიდი აბანო ფეოდალების გასართობად. ფეოდალები თავისი საგვარეულო ნიშნით გაფორმებულ ნაჭერში პირად ნივთებს ახვევდნენ და აბაზანის მიღებამდე ინახავდნენ, ხოლო შემდგომ ამავე ნაჭრებს ტანსაცმლის გამოცვლის დროს ფეხთ ქვეშ იფენდნენ. მოგვიანებით, ედოს პერიოდში (მე-17 საუკუნე), ეს ტრადიცია სახალხო აბანოების პოპულარიზაციასთან ერთად, უფრო საზოგადო გახდა.
დღესდღეობით ფუროშიკი წარმოადგენს იაპონიის უნიკალურ "გადახვევის კულტურას", რაც საგნის შეფუთვისას მისთვის სხვადასხვა ლამაზი ფორმების მიცემას გულისხმობს. თვით ფუროშიკი არის ბამბის ან აბრეშუმის ლამაზი ქსოვილის ნაჭერი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გაფორმებულია დეკორატიული დიზაინით, როგორიცაა ყვავილები ან ჩიტები. Bბოლო პერიოდში კი, როდესაც საზოგადოება დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის პრობლემებს, ფუროშიკი კიდევ ერთხელ გვამახვილებინებს ყურადღებას იმაზე, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერ.
* * * * * * * *