ქართული | English | 日本語
სამება


შოუ "გამარჯობა" თბილისში



თარიღი: 20 აპრილი (შაბ.), 2013  19:00

ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი

მისამართი: რუსთაველის გამზირი 2

* * *დასწრება თავისუფალია


თარიღი: 21 აპრილი (კვირა), 2013  14:00

მთაწმინდის პარკი, ამფითეატრი

მისამართი: ფუნიკულიორის ზედა ფერდობი

* * *დასწრება თავისუფალია


თარიღი: 21 აპრილი (კვირა), 2013  20:00

სამეფო უბნის თეატრი

მისამართი: აბესაძის ქ. 10

* * *დასწრება თავისუფალია


* * * * * * * *


● უსიტყვო კომედიის დუეტი "გამარჯობა" (ოფიციალური ვებგვერდი: http://gamarjobat.com/en/profile.html )

1999 წელს პანტომიმის სოლისტებმა, წითელ იროკეზიანმა კეჩმა და ყვითელ იროკეზიანმა ჰირო-პონმა უსიტყვო კომედიის ორკაციანი ჯგუფი ჩამოაყალიბეს. "გამარჯობა" ქართული მისალმებაა. მათი მრავალფეროვანი წარმოდგენები ნებისმიერი ენობრივი თუ კულტურული ბარიერის მიღმა დგას. სწორედ ამიტომ ჯგუფს ხშირად იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებზე. "გამარჯობამ" უკვე ჩაატარა 200-ზე მეტი წარმოდგენა 32 ქვეყანაში. მათი სასცენო თუ ქუჩის წარმოდგენები ყოველთვის დიდი წარმატებით სარგებლობს მაყურებლებში. ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ისინი უამრავ მოწვევას იღებენ მთელი მსოფლიოდან. სამშობლოში კი ისინი ძალზე პოპულარულნი არიან ყველა ასაკის მაყურებელთა შორის, როგორც ფესტივალებსა თუ თეატრალურ წარმოდგენებში, ისე სატელევიზიო გამოსვლებსა და სარეკლამო რგოლებში. ამასთან, ჯგუფის წევრები ჟურნალ "ნიუსვიკის" იაპონურმა გამოცემამ "მსოფლიოში 100 ყველაზე პატივსაცემ იაპონელს" შორის დაასახელა. 2010 წელს მათმა დუეტმა, რომელიც არასოდეს იყენებს სიტყვებს, დაიწყო პროექტი "გამარჯობა".





* * * * * * * *