ქართული | English | 日本語
სამება


იაპონური მუსიკალური ჯგუფის "ჰანამას"-ის კონცერტები საქართველოში



თბილისი

30 ოქტომბერი (ოთხშაბათი) 19:00

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიდი დარბაზი

მისამართი:ჭავჭავაძის გამზირი 1


ქუთაისი

1 ნოემბერი (პარასკევი)) 19:00

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

მისამართი: წმ. ნინოს ქ. 17


ბათუმი

3 ნოემბერი (კვირა)  19:00

ბათუმის ხელოვნების ცენტრი

მისამართი: ოდისეი დიმიტრიადის ქ. 1


***ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ***


* * * * * * * *


● "ჰანამას"-ის შესახებ

იაპონურ-დასავლური ჯგუფი "ჰანამას"-ი 2009 წელს ჩამოაყალიბეს ჩიე ჰანავამ (ცუგარუ-შიამისენის შემსრულებელი) და ნაცუმი ოკიმასუმ (მევიოლინე). ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ორივე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ საშემსრულებლო ჟანრში. პოპ-ბგერების და მელოდიების ჰარმონიული შერწყმით, "ჰანამას"-ი ცდილობს გადმოსცეს თითოეული ინსტრუმენტისათვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ამავდროულად ხერხდება ინსტრუმენტთა ჰარმონიზაცია. 2010 წელს, პირველ ნეო-კლასიკურ საერთაშორისო კონკურსზე, მათ მოიპოვეს წამახალისებელი პრიზი. 2011 წელს ჯგუფმა მიიღო "ზეციური-ხელოვნის" ჯილდო ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავრობისაგან.


ჩიე ჰანავა (ცუგარუ-შიამისენის შემსრულებელი)

ჩიე ჰანავა აქტიურად მონაწილეობს იაპონიაში ცოცხალ კონცერტებში, ტელევიზიასა და რადიოში. ის ასევე მონაწილეობდა საზღვარგარეთ, ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლის კონცერტებში, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალში (Cannes Lions), მუსიკალურ ფესტივალში მალაიზიაში და ა.შ. 2000 წელს, ცუგარუ-შიამისენის იაპონიის ეროვნულ კონკურსში, მოიპოვა ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულის ჯილდო. 2005 წელს, მან დაამთავრა ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის ტრადიციული იაპონური მუსიკის განყოფილება. პირველი ალბომი "ცუკი ნო უსაგი" (მთვარის კურდღელი) ჩაწერა იაპონიაში კოლუმბიის გასართობი მუსიკალური ღონისძიებისათვის.





ნაცუმი ოკიმასუ (მევიოლინე)

ნაცუმი ოკიმასუმ დაამთავრა ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის ისტრუმენტალური მუსიკის სავიოლინე განყოფილება. უნივერსიტეტში სწავლის დროს, მან ჩამოაყალიბა ინსტრუმენტალური ჯგუფი "პარა-ე-სოლა" რიო-ჰეისთან (კიბორდი) ერთად, გამოუშვა მუსიკალური დისკი და მონაწილეობდა ცოცხალი შესრულებით სხვადასხვა კონცერტებში ტოკიოში. 2007 წლის აპრილში, ნაცუმი ოკიმასუ გაწევრიანდა კლასიკური მუსიკის ჯგუფ "დუალის"-ში და დაიწყო ტურნე მსოფლიოს გარშემო, სადაც ახალი ჟანრის "ახალი კლასიკის" წარმოდგენებისთვის მაღალი შეფასება მოიპოვა.






იაპონიის საელჩო დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ.ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიონალ თეატრს და ბათუმის ხელოვნების ცენტრს ამ ღონისძიების მხარდაჭერისათვის.



* * * * * * * *