ქართული | English | 日本語
სამება

იაპონური კულტურის საღამო


ა.წ. 8 დეკემბერს, იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, აწყობს "იაპონური კულტურის საღამოს". წარმოდგენილი იქნება იაპონური კულტურის ოთხი ასპექტი: სადო (ჩაის ცერემონია), შიოდო (იაპონური კალიგრაფია), იაპონური კლასიკური და თანამედროვე მუსიკა ტრიო "ბრავოს" შესრულებით და ქ–ნი ეკა ხარაშვილის კერამიკული ნამუშევრები იაპონურ თემატიკაზე.



დღე: 8 დეკემბერი, 2011, 18:00 (დარბაზი გაიღება 17:45 სთ-ზე)

ადგილი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7



ყურადღება!

* ადგილების რაოდენობა შეზღუდულია – ღონისძიებაზე დასწრებას შესძლებას მხოლოდ 150 სტუმარი.

* დასწრება უფასოა.



● სადო – ჩაის ცერემონია

ჩაის სმის ცერემონია (ჩანოიუ), რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც "ჩაის გზა" (ჩადო ან სადო), იაპონური დაფქვილი მწვანე ჩაის სმის რიტუალია, რომელიც სრულდება იაპონური ტრადიციული წესების და ეთიკეტის დაცვით. ეს რიტუალი 400 წლის წინ დაიბადა და დღესაც განეკუთვნება იაპონური კულტურის ერთ–ერთ უნიკალურ ხელოვნებათა რიგს, რომელიც ასრულებს არსებით როლს იაპონელების სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ჩაის სმის ცერმონიის სრული რიტუალი, რომელიც შეიცავს განსაკუთრებულ კერძს (ჩაკაისეკი) და ასევე მაგარსა და სუსტ ჩაის (კოიჩა და უსუჩა) გრძელდება დაახლოებით ოთხი საათი. თვით ცერემონია კი შეიცავს ისეთ რიტუალებს, რომლებიც უნდა დაიზეპირო. აქ თითოულ მოძრაობას ღრმა აზრი აქვს. ჩაის სმის ცერემონიის დროს, მონაწილეს შეუძლია შეიგრძნოს სიმშვიდე და სილამაზე, როგორც სულიერ ისე ფიზიკურ სამყაროში. მასპინძელი ჩაის უმზადებს სტუმრებს, რომლებიც ტკბებიან ჩაის ფიალის სილამაზით.

ელჩის მეუღლე, ქ–ნი ჯუნკო კამოჰარა ჩაატარებს ჩაის სმის მოკლე და გამარტივებულ ვერსიას, რის შემდეგაც მონაწილეები დააგემოვნებენ ჩაის.


● იაპონური კლასიკური და თანამედროვე მუსიკა

იაპონურ კლასიკურ და თანამედროვე მუსიკა შესრულებული იქნება ტრიო "ბრავოს" მიერ, რომელიც დაარსდა 2000 წელს და წარმოადგენს ორიგინალურ ანსამბლს: გალინა ბანდურა (ვიოლინო), ანატოლი დანელიანი (ალტი), ალიონა ოგანოვი (ფორტეპიანო). ტრიოს რეპერტუარში შესულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკა და მოიცავს შედევრებს ადრეული რენესანსის ეპოქიდან თანამედროვე კლასიკური ნაწარმოებების ჩათვლით.

ტრიო "ბრავომ" დიდი აღიარება ჰპოვა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. შემსრულებლების მიერ არჩეული მცირე ფორმა წარმოადგენს მუზიცირების არსს და მიუხედავად რთული საშემსრულებლო ტექნიკისა, ის იპყრობს მსმენელი გულს.


● შიოდო – იაპონური კალიგრაფია

იაპონური კალიგრაფია, შიოდო წარმოადგენს იაპონური ენის მხატვრულ ნაწერს. შიო ნიშნავს კალიგრაფიას, ხოლო დო ნიშნავს გზას. ასვე შიოდო შეიძლება ჩაითვალოს გზად, რომელსაც მივყავართ სიცოცხლის აზრის გაგებამდე და სამარადისო ჭეშმარიტებამდე, ისევე როგორც მეომართა გზას-ბუშიდოს, საბრძოლო ხელოვნების გზას-ბუდოს, ჩაის ხელოვნებას-სადოს და ა.შ.

შიოდო იაპონური სახვითი ხელოვნების ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. კალიგრაფიული ნამუშევრებს დიდად აფასებენ ვინაიდან ისინი გამოხატავენ სულიერ სიღრმეს და სილამაზეს კანჯის, ანუ იეროგლიფების, და კანას, ანუ იაპონური ანბანის ასოებს, რომლებიც დაწერილია ფუნჯით და მელნით ბრინჯის თხელ ქაღალდზე. შიოდოში გამოხატვის სილამაზე (ხაზების მიმართულება, სტრუქტურა, მელნის ფერი, არანჟირება და ა.შ.) და შინაარსი (სტილი, მნიშვნელობა) ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დამწერლობა ასახავს შემოქმედის ხასიეთს.

წარმოდგენილი იქნება შიოდოს ოსტატის, ჯოსუი ჰაგიჰარას (იაპონიის კალიგრაფიის მუზეუმის მრჩეველი, იაპონიის კალიგრაფიის შესწავლის ასოციაციის ჟიური) ნამუშევრები.


● ეკა ხარაშვილის კერამიკის სამყარო იაპონური მოტივებზე

ნათელი ფერები, მუქი ტონი, დახვეწილი ტექნიკა, პოეტური ესკიზები და საინტერესო კოლაჟები–აი ეს არის ეკა ხარაშვილის სტილი.

ეკა ხარაშვილმა შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია კერემიკაში. ის იყენებს არატდრადიციულ ნედლეულს– ქათმის და სირაქლემის ნაჭუჭის გამომწვარ ფხვნილს იმისთვის რომ მიიღოს უნაზესი არატოქსიური ფერები. მისი უნიკალური მეთოდი მის ნამუშევრებს ორიგინალურს და საინტერესოს ხდის.






* * * * * * * *