ქართული | English | 日本語
სამება

იაპონური ენის შემსწავლელი კურსები


იაპონიის საელჩო საქართველოში გთავაზობთ იაპონური ენის კურსებს დამწყებთათვის. კურსის მიზანია იაპონური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საქართველოში. კურსებს გაუძღვება მაღალკვალიფიციური, პედაგოგიური გამოცდილების მქონე იაპონური ენის იაპონელი მასწავლებელი.

 

იაპონური ენის გაკვეთილები დაიწყება 10 ოქტომბრიდან (პარასკევი).


კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი
დღე/დრო: ყოველ პარასკევს, 16:00-16:50
გაკვეთილის ხანგრძლივობა:  50 წუთი

კურსის ღირებულება: 100 ლარი

იაპონური ენის დაწყებითი დონის დასრულების შედეგად  შეძლებთ იაპონური ანბანის (ჰირაგანა და კატაკანა და ასევე ადვილი იეროგლიფების) წერა-კითხვას. მოახერხებთ საკუთარი თავის წარდგენას და კომუნიკაციას ელემენტარულ დონეზე.

გაკვეთილები ჩატარდება მეგობრულ, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში. ჯგუფში 8 მოსწავლე.
მისამართი: ქ.თბილისი, კრწანისის ქ. 7 დ (იაპონიის საელჩო საქართველოში)
ტელ: 275 21 11

იაპონური ენის დაწყებითი კურსის შესწავლის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა და გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ-მისამართზე 30 სექტემბრამდე: culture@tb.mofa.go.jp
კანდიდატები შეირჩევიან დროულად გამოგზავნილი რეგისტრაციის ფორმის საფუძველზე. საელჩო დაგიკავშირდებათ  და გაცნობებთ ჯგუფის დაკომპლექტების შესახებ.




* * * * * * * *