
კირიე-იაპონიზმი ქაღალდზე
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. 1
შუ კუბო - იაპონური თანამედროვე ხელოვნების —კირიეს არტისტი
შუ კუბო დაიბადა 1951 წელს იაპონიაში. 1977 წელს ოსაკას გალერეაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, რის შემდეგაც მან ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და მიწვეულ იქნა იაპონიის სხვადასხვა ქალაქში.
მისი ძირითადი მასალაა ვაში — იაპონური ქაღალდი. ვაშის თითო ფურცელზე დანის ფაქიზი მოსმით და ფურცლის ამოჭრით იქმნება სურათი. მან შეიმუშავა განსაკუთრებული შერეული ტექნიკა, პასტელის და აკრილის საღებავების, ქსოვილსა და ქვიშის გამოყენებით. ნამუშევარი თუ მოითხოვს, სიღრმისა და სამგანზომილებიანი გამოსახულების ეფექტის შესაქმნელად იყენებს სიფრიფანა ვაშის არაერთ ფენას. ბუნებრივი, ცოცხალი ფერებით ობიექტის ტექსტურასაც გამოხატავს.
შუ კუბო 1995 წელს კობეში მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მან თავად გამოსცადა, თუ როგორ ტოვებს სტიქიური უბედურება წარუშლელ კვალს ისტორიაში და ადამიანის ცხოვრებაში. ამის შემდეგ მან თავისი შემოქმედების თემად აქცია "იაპონიზმი ქაღალდზე". მოიარა იაპონია და ნამუშევრებში სეზონური ნობათისა და განწყობის გადმომცემი მოვლენებისა თუ საგნების ასახვა დაიწყო.
2009 წელს იაპონიის კულტურის საქმეთა სააგენტომ შუ კუბო იაპონური კულტურის დესპანად დანიშნა. რის შემდეგაც იგი სამი თვით გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც კირიეს მეშვეობით ცდილობდა იაპონური კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რამაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოიპოვა. მოგვიანებით, იაპონიისა და საზღვარგარეთ ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად, მან სხვადასხვა ქვეყანაში მოაწყო გამოფენები, ჩაატარა ვორკშოპები.
2010 წელს მიიწვიეს ფილადელფიის დრექსელის უნივერსიტეტში კულტურათა გაცვლის პროგრამით. ამავე წელს იაპონიის ფონდის პროექტით იაპონიასა და პორტუგალიას შორის მეგობრობის ხელშეკრულების დადების 150 წლის იუბილის აღსანიშნავად კულტურათა გაცვლის მისიით გაემგზავრა ესპანეთსა და პორტუგალიაში.
2012 წელს მონაწილეობა მიიღო იაპონიის ფონდის კულტურათა გაცვლის პროგრამაში მალაიზიასა და ფილიპინებზე. ნიუ-იორკში "ემპაირ სტეიტ ბილდინგში" მოეწყო გამოფენა,იაპონიის მიერ ამერიკისთვის საკურას ჩუქების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო იაპონური ფონდის კულტურათა გაცვლის პროგრამაში რუსეთსა და უკრაინაში.
2013 წელს გამოფენა მოაწყო ირანში.
2014 წელს რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით რუსეთის აღმოსავლეთ ქვეყნების ხელოვნების მუზეუმში მოეწყო გამოფენა "კირიე — იაპონიზმი ქაღალდზე".
2015 წელს მონაწილეობა მიიღო კუბაში იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებაში. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო სტამბოლში იაპონიის გენერალური საკონსულოსა და ბეიოღლუს გამგეობის მიერ ერთიანი ძალებით ორგანიზებულ კულტურათა გაცვლის ღონისძიებაში.