იაპონია საქართველოს შორის 20 წლის დიპლომატიური ურთიერთობისადმი მიძღვნილი ლოგოს კონკურსი
ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონი, საქართველოს ჩათვლით, ევრაზიის კონტინენტის ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაჯვარედინია. ამ რეგიონს დიდი გეოგრაფიული მნიშვნელობა აქვს და ხალხი ტრადიციულად ძალიან მეგობრულია იაპონიის მიმართ.
მომავალ 2012 წელს ჩვენ ვაპირებთ ვიზეიმოთ იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით, იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს სურვილი აქვთ შეიქმნას ლოგო, რომელიც ამ ღონისძიების აღმნიშვნელი იქნება, სწორედ ამიტომ ვაცხადებთ ამ კონკურსს. მონაწილეობის მიღება შუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იაპონიიდანაც და საქართველოდანაც.
ლოგო გამოყენებული იქნება იმ მრავალი კულტურული ღონისძიებებისას, რომლებსაც იაპონია და საქართველო 20 წლისთავის აღსანიშნად გეგმავს და რომელთა მიზანია იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობების გაღრმავება.
* * * როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში * * *
1.ბოლო ვადა
23 ნოემბერი (ოთხშაბათი), 2011 წელი.
2. როგორ წარმოვადგინოთ ნამუშევარი
გთხოვთ გამოაგზავნეთ ი-მეილი სათაურით 'Application for Logo mark (Georgia)' საქართველოში იაპონიის საელჩოში (culture@tb.mofa.go.jp) და თან დაურთეთ შემდეგი:
(1) შემოთავაზებული ლოგოს დიზაინი გრაფიკული ფაილის ფორმატში (JPEG, GIF, Illustrator, Photoshop, etc.) ფერადი და შავ-თეთრი;
(2) აპლიკანტის სახელი, გვარი, ასაკი, საქმიანობა, ტელეფონის ნომერი, მისამართი და ი-მეილი;
(3) წარმოდგენილი ნამუშევრის წერილობითი განმარტება (აღწერა) (60 სიტყვა).
3.ძირითადი მოთხოვები ლოგოს დიზაინისთვის
(1) ლოგო უნდა ასახავდეს იაპონიასა და საქართველოს შორის ძლიერ მეგობრულ ურთიერთობას;
(2) უნდა იყოს ადვილად გამოსაყენებელი ბეჭდვით პროდუქციაზე ბროშურებსა თუ აფიშებზე, ვებ გვერდზე და ა.შ.
4. განსაკუთრებული მოთხოვნები
(1) ლოგო უნდა იყოს აპლიკანტის ორიგინალი ნამუშევარი, რომელიც ჯერ არ ყოფილა გამოქვეყნებული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ;
(2) ნამუშევარი, რომელიც არღვევს სამოქალაქო კოდექსს და/ან მესამე მხარის საავტორო უფლებებს ან შეიცავს ბრალდებას სხვა მხარის მიმართ არ მიიღება;
(3) იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული პირობები შემჩნეული იქნა უკვე არჩეულ ნამუშევარზე, შერჩევა ბათილად გამოცხადდება;
(4) საელჩოში გამოგზავნილი ნამუშევრები არ დაუბრუნდებათ აპლიკანტებს. არჩეული და დამტკიცებული ლოგოს საავტორო უფლებები მიენიჭებათ იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროებმა შეიძლება შეცვალონ ლოგოს ზომა და ფერადი შავ-თეთრ ფორმატში გადაიყვანონ.
5. შერჩევის პროცესი
შეირჩევა ერთი ნამუშევარი, რომელიც იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ იქნება მიჩნეული როგორც საუკეთესო ნამუშევარი.
6. გამარჯვებულის გამოცხადება
(1) გამარჯვებულს დანიშნულ დროს აცნობებენ შედეგს, დაახლოებით 2011 წლის დეკემბრის შუაში. არჩეული ნამუშევარი განთავსდება საელჩოს ვებ გვერდზე გამარჯვებულის სახელთან ერთად. ასევე გამოქვეყნდება ნამუშევრის განმარტება.
(2) გამარჯვებული დაჯილდოვდება სერტიფიკატით. პრიზი ან ანაზღაურება არ იგეგმება.
* * * * * * * *