ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება
7 დეკემბერს თბილისში გაიმართა იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ სტუმრები საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ასევე სხვადასხვა სფეროებიდან. საპატიო სტუმარმა, პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა. მიღებაზე წარმოდგენილი იქნა იაპონური კერძები, საკე, იაპონური ბრინჯი. ასევე მიღებაში მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე იაპონურმა კომპანიამ.
* * * * * * * *