ქართული | English | 日本語
სამება



ნოს თეატრის წარმოდგენა თბილისში



23 სექტემბერი (პარასკევი) 16:00

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ)


*** დასწრება თავისუფალია ***



24 სექტემბერი (შაბათი) 17:00

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი (დ. აღმაშენებლის გამზ. 99/1)


* * * თუ გსურთ ბილეთების მიღება, გთხოვთ 20-21 სექტემბერს მობრძანდეთ იაპონიის საელჩოში. 1 კაცზე გაიცემა მხოლოდ 2 ბილეთი. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. * * *






● მასაიუკი ფუჯიი


ჰოშიოს სკოლის შიტე-კატას (ნოს წამყვანი მსახიობი) შემსრულებელი. მნიშვნელოვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მფლობელი. დაიბადა 1954 წელს. დაამთავრა ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი. სწავლობდა ფუსაო ჰოშიოს (ჰოშიოს სკოლის მე-18 თაობა) ხელმძღვანელობით. მის მიერ დაგეგმილი წარმოდგენები, სადაც თვითონ წამყვან როლს ასრულებს, წარმატებით ტარდება როგორც იაპონიაში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. იაპონიის მასშტაბით ტარდება მის მიერ ორგანიზებული ნოს წარმოდგენა "ფუჯი მიიაბი კაი". იგი წელიწადში ოთხჯერ ჩადის ამერიკაში ლექციების ჩასატარებლად და ნოს ხელოვნების გასავრცელებლად.







● მანჯირო ტაცუმი


ჰოშიოს სკოლის შიტე-კატას (ნოს წამყვანი მსახიობი) შემსრულებელი. მნიშვნელოვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მფლობელი. დაიბადა 1959 წელს კობეში. მამა -ტაკაში ტაცუმი ასევე გახლდათ ჰოშიოს სკოლის შიტე-კატას შემსრულებელი. ამჟამად ცხოვრობს ტოკიოში. დაამთავრა ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი. იგი სისტემატურად აწყობს ნოს წარმოდგენას "შიპო კაი" ოსაკაში და ასევე, ნოს განსაკუთრებულ წარმოდგენა "მანჯირო ნო კაის". ჰქმნის რა ახალ ნოს წარმოდგენებს, იგი არა მხოლოდ მთავარ როლს ასრულებს, არამედ ასევე აქტიურად წარადგენს ნოს საგანმანათლებლო სფეროშიდაც. მანჯირო ტაცუმი აქტიურად ავრცელებს ნოს კულტურას საზღვარგარეთ. 2011-2012 წლებში კი იგი გახლდათ "იაპონიის კულტურის დესპანი".







● კაძუმა ტაცუმი


ჰოშიოს სკოლის შიტე-კატას (ნოს წამყვანი მსახიობი) შემსრულებელი. დაიბადა 1990 წელს. იგი მანჯიურო ტაცუმის უფროსი ვაჟია. დაამთავრა ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი. სწავლობდა ფუსატერუ ჰოშიოს, ჰოშიოს სკოლის მე-19 თაობა, ხელმძღვანელობით. ამჟამად სტაჟირებას გადის კაძუფუსა ჰოშიოსთან.






● შიუგა ფუჯიი


ჰოშიოს სკოლის შიტე-კატას (ნოს წამყვანი მსახიობი) შემსრულებელი. დაიბადა 1990 წელს. მასაიუკი ფუჯიის (ჰოშიოს სკოლის შიტე-კატას შემსრულებელი) უფროსი ვაჟია. დაამთავრა ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი. სწავლობდა ფუსატერი ჰოშიოს (ჰოშიოს სკოლის მე-19 თაობა) და კაძუფუსა ჰოშიოს (მე-20 თაობა) ხელმძღვანელობით. ამჟამად ის გადის სტაჟირებას კაძუფუსა ჰოშიოსთან.









● სატოკო კაშივაიამა


დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა იაპონიის ქალთა უნივერსიტეტი. მაგისტრატურა გაიარა ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტში. სწავლობდა ფუსაო ჰოშიოს (მე-18 თაობა) და ფუსატერუ ჰოშიოს (მე-19 თაობა) და ასევე კაძუფუსა ჰოშიოს (მე-20 თაობა) ხელმძღვანელობით. ის ორგანიზებას უწევს ნოს წარმოდგენას "როუნ კაის" და ასევე აქტიურად მუშაობს ლექტორად - "იაპონური კულტურა ბავშვებისთვის".










● ეიტარო ოკურა


ნოს მუსიკოსი. ოკურას სკოლის ოცუძუმის (დიდი ბარაბანი) შემსრულებელი. დაიბადა 1976 წელს. მიცუტადა ოკურას (შიჩიძაემონ ოკურას ოჯახის ნოს მუსიკოსების მე-16 თაობა) უფროსი ვაჟია. სწავლობდა მამის და ტაცუია იასუფუკუს (ტაკაიასუს სკოლის ოცუძუმის შემსრულებელი) ხელმძღვანელობით.









● კაიუ ომურა


ნოს მუსიკოსი. კოს სკოლის კოცუძუმის (პატარა ბარაბანი) შემსრულებელი. დაიბადა 1986 წელს. სადამუ ომურას (კიტას სკოლის შიტე კატას ნოს შემსრულებელი) მესამე ქალიშვილია. სწავლობდა მასაჰირო სოვას (კოურიუს სკოლის კოცუძუმის შემრულებელი) ხელმძღვანელობით.









● ტაკაჰასა სუდა (კამიაბუ)


სიმღერა და გიტარა შეისწავლა ესპანელი მსახიობებისგან იაპონიაში. ამჟამად მოღვაწეობს როგორც ფლამენგოს მომღერალი სხვადასხვა შოუებში. აქტიურად გამოიყენებს სახვადასხვა ჟანრს და ასევე მოღვაწეობს მუსიკალურ დირექტორად. კაკუჯიო ივასას(ცურუტას სკოლა) ხელმძღვანელობით შეისწავლა საცუმა ბივა. აგრეთვე უკრავს კოცუძუმიზე და ასრულებს ნოს სიმღერებს. საკუთარი თავი მიუძღვნა იაპონური ტრადიციული ხელოვნების შესწავლას. ნოს ხელოვნება შეისწავლა მასაიუკი ფუჯიისგან, ჰოშიოს სკოლის შიტე კატას შემსრულებელი.







● იოკო კამიაბუ


სწავლობდა ფლამენგოს წამყვანი ექპერტის შიოჯი კოჯიმას ხელმძღვანელობით. 1990-1997 წლებში მონაწილეობდა ყველა მის კონცერტში როგორც მოცეკვავე. გამოდიოდა რა მრავალ ცნობილ უცხოელ არტისტთან ერთად, მან მიიღო დიდი სამსახიობო გამოცდილება. ამჟამად, ფლამენგოს სკოლის გარდა, ის ცდილობს შეურწყას ფლამენგო სხვადასხვა ჟანრს. საკუთარი უნიკალური სტილით, ის ასევე პოპულარიზაციას უკეთებს კიმონოს და იაპონურ კულტურას. ნო შეისწავლა მასაიუკი ფუჯიისგან (ჰოშიოს სკოლა, შიტე კატას შემსრულებელი).






* * * * * * * *