ქართული | English | 日本語
სამება


იაპონიის ფონდის გამოფენა



შარაკუ გადმოცემული იაპონელი მხატვრების მიერ

12.11-12.12, 2014


11:00-18:00 (სამშაბათი-კვირა)

ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი





მოგზაურ გამოფენაში, რომელსაც ეწოდება შარაკუ - გადმოცემული თანამედროვე იაპონელი მხატვრების მიერ, წარმოჩენილია მსოფლიოში ცნობილი იაპონელი მხატვრის, უკიო-ეს გამოჩენილი ხელოვანის, ტოშუსაი შარაკუს შემოქმედების გავლენა.


გამოფენა სამ სექციად იყოფა: შარაკუს რეპროდუქცია შარაკუგრაფიკულ მხატვრობაში და შარაკუს მიმართ გამოხატული პატივისცემა.


თავად შარაკუ  საკმაოდ ამოუცნობი პიროვნება იყო. ის თითქოს მის იდუმალებით მოცულ წარსულს და  პირად დეტალებს საკუთარ ნამუშევრებში მალავდა. მის მიერ დახატული მსახიობების პორტრეტები ინდივიდუალური სახის გამომეტყველებით გამოირჩევა, თუმცა, ამავე დროს, სწორად ეს განსხვავება აერთიანებს მის ყველა ნამუშევარს.


შარაკუს ინტერპრეტაცია ამ გალერეაში განსხვავებული ხედვის და სტილის მქონე 28 იაპონელმა გრაფიკულმა დიზაინერმა და თერთმეტმა ხელოვანმა წარმოადგინა. თანამედროვე ხელოვანების ყოველი ნამუშევარი მრავალფეროვნებითა და მკაფიო გამოსახულებით განსხვავდება,  რაც უკიო-ეს  მხატვრის შარაკუს ინტერპრეტაციას უფრო მეტად ავანგარდულს ხდის და თანამედროვე სახეს სძენს.


 (იაპონიის ფონდის წინასიტყვაობიდან)




* * * * * * * *