(არაოფიციალური თარგმანი)
იაპონიის საგარეოს საქმეთა მინისტრის განცხადება ყირიმის რეფერენდუმის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ზომების შესახებ
18 მარტი, 2014
უკრაინაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარებული რეფერენდუმი არღვევს უკრაინის კონსტიტუციას. მას არ გააჩნია სამართლებრივი ძალა და იაპონია არ აღიარებს მის შედეგს.
იაპონია გამოთქვამს მწუხარებას რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რაც არღვევს უკრაინის ერთიანობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. იაპონია არასოდეს დახუჭავს თვალს სტატუს-კვოს ძალისმიერი მეთოდებით ცვლილების მცდელობაზე.
მოვლენათა ამგვარი განვითარების გათვალისწინებით, იაპონიამ გადაწყვიტა მიიღოს შემდეგი ზომები რუსეთის წინააღმდეგ: შეჩერდეს კონსულტაციები სავიზო რეგულაციების გამარტივების შესახებ და ასევე შეწყდეს მოლაპარაკებები ახალი საინვესტიციო ხელშეკრულების, გარე კოსმოსში თანამშრომლობის ხელშეკრულების და საშიში სამხედრო აქტივობების აღკვეთის ხელშეკრულების შესახებ.
იაპონია მკაცრად მოუწოდებს რუსეთს უკან გაიწვიოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება და არ სცადოს მისი ანექსია საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებითა და უკრაინის ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. იაპონია ასევე გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას და მწუხარებას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაზრდილი დაძაბულობის გამო.
* * * * * * * *