2 მარტი, 2014 წელი
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
1. რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ 2014 წლის 1 მარტს მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეყვანის თაობაზე დაძაბულობას მატებს რეგიონში და ვნებს საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იაპონია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას და წუხილს.
2. იაპონია მტკიცედ იმედოვნებს, რომ სიტუაცია უკრაინაში გამოსწორდება მშვიდობიანი გზით და მოუწოდებს ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და პასუხისმგებლობისკენ, რომ დაიცვან შესაბამისი საერთაშორისო კანონი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე არსებობის სტატუსისა და პირობების შეთანხმება და პატივი სცენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
* წინამდებარე წარმოადგენს არაოფიციალურ თარგმანს. მითითებული თარიღი აღნიშნავს ორიგინალი პრეს რელიზის გამოქვეყნების თარიღს იაპონურ ენაზე.
* დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილება: ტელ. 5501-8000 (3264)
* * * * * * * *