(არაოფიციალური თარგმანი)
3 მარტი, 2014
დიდი შვიდიანის (G7) განცხადება უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ
ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების ლიდერები და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები, შევიკრიბეთ დღეს, რათა დავგმოთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უდავო დარღვევის ფაქტი, რაც წინააღმდეგობაშია რუსეთის მიერ როგორც გაეროს ქარტიის, ასევე უკრაინასთან 1997 წლის საბაზისო ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს მოაგვაროს ნებისმიერი უსაფრთხოების თუ ადამიანთა უფლებების გარშემო არსებული მიმდინარე პრობლემა, რომელიც მას ურკაინასთან აქვს, მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და/ან საერთაშორისო დამკვირვებლების ან გაეროს/“ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შუამავლების მეშვეობით. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას დახმარება გავუწიოთ რუსეთს ამ მიმართულებით.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებითა და პასუხისმგებლობით და შეამცირონ დაძაბულობა.
ჩვენ აღვნიშნავთ, რომ რუსეთის მოქმედებები უკრაინაში ასევე ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს და ღირებულებებს, რომლებსაც დიდი შვიდიანი (G7) და დიდი რვიანი (G8) ეფუძნება. რადგან ასეა, ჩვენ გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ ივნისში, სოჭში დაგეგმილი დიდი რვიანის (G8) სამიტის მოსამზადებელ მოქმედებებში მონაწილეობა მანამ, სანამ ვითარება არ გახდება ისეთი, რომელშიც დიდი რვიანი (G8) შეძლებს აზრიანი დისკუსიების გამართვას.
ჩვენ ერთად ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საკუთარი მომავლის არჩევის უფლების მხარდასაჭერად. ჩვენ ვუერთდებით უკრაინის მცდელობებს აღადგინოს ერთიანობა, სტაბილურობა და ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიჯანსაღე. ამ მიზნით, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამისთვის გასამართი მოპალარაკებებისას ჩასატარებელ სამუშაოებში და საჭირო რეფორმების გატარებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება მსოფლიო ბანკისგან, სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, ევროკავშირისა და ბილეტარალური წყაროებისან დამატებითი დახმარების მისაღებად.
* * * * * * * *