ქართული | English | 日本語
სამება

 

26 იანვარი, 2015 წელი

 

საგარეო პრესმდივნის განცხადება აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით

 

1. იაპონია გმობს 24 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში განხორციელებულ თავდასხმას, რომელმაც იმსხვერპლა უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა. იაპონია ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსხვერპლთა და მათი ოჯახების მიმართ და ლოცულობს დაჭრილთა სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის.

2. იაპონია აღშფოთებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მრავალი მცდელობის მიუხედავად, არ ხდება მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება და კონფლიქტი განაგრძობს ესკალაციას უკრაინის ტერიტორიაზე, რაც იწვევს მსხვერპლს.

 3. იაპონია მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტისათვის, მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. კერძოდ, იაპონია მოუწოდებს რუსეთს, გამოიყენოს გავლენა სეპარატისტულ შეიარაღებულ ძალებზე, რომლებიც აპირებენ გააფართოვონ შეტევა, რათა შესრულდეს მინსკის შეთანხმება.

 



* * * * * * * *