ბატონი უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ ჰამაჩის, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს შეხვდა
22 თებერვალს, ბატონმა ჰამაჩიმ, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე მინისტრმა უმასპინძლა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი უსუფაშვილი. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ბატონი ჰამაჩის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ბატონმა უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განსაკუთრებით საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
2. მხარეებმა გულახდილად მიმოიხილეს ამჟამინდელი რეგიონალური მდგომარეობა და საქართველოს სამომავლო პერსპექტივები. აგრეთვე მათ განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიზნით.
* * * * * * * *