ქართული | English | 日本語
სამება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბატონი უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ეწვია იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატას

 

ა.წ. 22 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა. დავით უსუფაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ტადამორი ოშიმას შეხვდა.

იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ ოშიმამ უმასპინძლა საქართველოს დელეგაციას და შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის უსუფაშვილის ვიზიტი უფრო გაააქტიურებს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი მადლობა გადაუხადა იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის. მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა იაპონიას მუდმივი მხარდაჭერისთვის, ინვესტიციებისთვის და იმ გადაწყვეტილებისთვის, რაც იაპონიამ მიიღო საქართველოს სახელწოდების შეცვლისთვის. ბატონმა უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება და გამოხატა დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის, საქართველოს სურვილი გახდეს ხიდი ევროპასა და აზიას შორის. მან ასევე დიდი იმედი გამოთქვა, რომ იაპონია გააგრძელებს სვლას მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ოფიციალური შეხვედრისას მხარეები ასევე შეეხნენ იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის გატანის საკითხს, ქართველი სუმოისტების წარმატებებს და სხვა თემებს.



* * * * * * * *