ქართული | English | 日本語
სამება

ბატონი უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ბატონ მუტოს, იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს

 

23 თებერვალს, ბატონმა მუტომ უმასპინძლა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი უსუფაშვილი. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. ბატონი მუტოს მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ბატონმა უსუფაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და აღნიშნა ქვეყნის წვლილი საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის გაძლიერების კუთხით. აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ხიდს ევროპასა და აზიას შორის.

2. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ნავთობის ფასის დაცემისა და მისი გავლენის შესახებ კავკასიის რეგიონზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. მათ გულახდილად და ფართოდ განიხილეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები.



* * * * * * * *