სავიზო პროცედურების გამარტივება საქართველოს მოქალაქეებისთვის
სავიზო პროცედურების გამარტივება მოკლევადიანი ვიზიტისას საქართველოს მოქალაქეებისთვის (ორდინალური პასპორტის მქონე პირები) ძალაში შევიდა 2017 წლის 5 ივნისიდან მიღებული განაცხადებისთვის.
ცვლილება მდგომარეობს შემდეგში:
1. გაფართოვდა განმცხადებელთა არეალი ბიზნესის დანიშნულებით და კულტურისა თუ ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენელთა მოკლევადიანი ვიზიტისთვის მრავალჯერადი ვიზის მისაღებად. ამასთან, ვიზის მოქმედების ვადა გაიზარდა 3-დან არაუმეტეს 5 წლამდე.
2. თუ განმცხადებელი თავად უზრუნველყოფს იაპონიაში მგზავრობის ხარჯებს, მოკლევადიანი ვიზიტის შემთვევაში არ მოეთხოვება გარანტორისგან მხარდაჭერის წერილი.
(შენიშვნა) დეტალური ინფორმაციის მოძიება, როგორიც არის ცალკეული სააპლიკაციო საბუთები, შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
(ბმული) http://www.mofa.go.jp/ca/fna/page25e_000136.html