ქართული | English | 日本語
სამება

საქართველოში ჩატარებული ღონისძიებები იაპონიის უკიდურეს აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ



2011 წლის 18 მარტს, იაპონიის საელჩოს წინ, იაპონელი ხალხის მხარდასაჭერად ჩატარდა აქცია 'geopen - people for Japan'. დაახლოებით 250–მა მონაწილემ გამოხატა ღრმა მწუხარება ტრაგედიით დაზარალებულთა მიმართ. ამ დიდ ქაღალდზე, მათ მიაწერეს თავიანთი მისამართები რითაც გამოხატეს მზადყოფნა მიეღოთ დაზარალებულები ოჯახებში.




26 მარტს, უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველო-ხორვატიის შესარჩევი მატჩის დროს, ფეხბურთელებს და ბავშვებს ეცვათ მაისურები, რომელზეც გამოსახული იყო იაპონიის დროშა. ამით მათ გამოხატეს მწუხარება მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულთა მიმართ.






11 აპრილს, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიმართა ღონისძიება სახელწოდებით "იაპონიის სოლიდარობის კვირეული". მონაწილეებმა გამოხატეს სოლიდარობა იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. წარმოდგენილი იქნა იაპონური კულტურა, ფილმები და სამზარეულო. ასევე გამოფენილი იყო მიწისძვრის ამსახველი ფოტოები.



11 აპრილს, "ტრიო ბრავომ" ეროვნულ ბიბლიოთეკაში იაპონიის ტრაგედიისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა. შესრულებულ იქნა 11 ცნობილი კომპოზიცია იაპონური კომპოზიციების ჩათვლით. კონცერტის ბოლოს, ორგანიზატორებმა შეაგროვეს თანხა ტრაგედიაში დაზარალებულთათვის.





14 აპრილს, სასტუმრო მარიოტ-თბილისში ჩატარდა მდუმარე აუქციონი "საქართველო იაპონიისათვის". აუქციონი გაიმართა ბი-პი-ს, თი-ბი-სი ბანკის, საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის, იუ-ჯი-თი-ს და ყაზტრანსგაზის პატრონტაჟით და ღონისძიების კომიტეტის დიდი მხარდაჭერით. აუქციონზე წარმოდგენილი იქნა იაპონური თოჯინები და ფაიფურის ჭურჭელი, რომლის ძირითადი ნაწილი წარმოადგენდა იაპონიის ელჩის მეუღლის, ქალბატონი ჯუნკო კამოჰარას პირად კოლექციას. შეგროვილი თანხა, რომელმაც 72,180.77 ლარი (დაახლოებით 43.860 დოლარი) შეადგინა, სრულად გადაირიცხა იაპონიის წითელი ჯვრის საზოგადოებაში ტრაგედიით დაზარალებულთა დასახმარებლად.



26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამართა საქველმოქმედო კონცერტი, სადაც გამოჩენილმა ქართველმა ბალერინამ და საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ანანიაშვილმა სხვა ბალეტმეისტერებთან ერთად შეასრულა რამდენიმე საცეკვაო ნომერი, რომელიც მიეძღვნა იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს. ამასთან ერთად, მიწისძვრის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე განათავსა მუდმივად მორბენალი სტრიქონი: "იაპონია, ჩვენ შენთან ვართ" რითაც გამოხატა სოლიდარობა იაპონელი ხალხის მიმართ.



საფრანგეთის ელჩის, ბატონი ერიკ ფურნიეს ინიციატივით 2011 წლის 1 ივლისს გაიმართა ღონისძიება, რომელზეც შესრულდა იაპონიის სოლიდარობის სიმღერა. ბატონმა ერიკ ფურნიემ დაუკრა საქსაფონზე, ხოლო ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, ბატონმა ვალერი კონჩაროვმა და სხვა მუსიკოსებმა დაუკრეს გიტარაზე, დოლზე და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. N°1 მუსიკალური სკოლის ბავშვთა გუნდმა, იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა მასაიოში კამოჰარამ და სხვა დიპლომატებმა შეასრულეს სიმღერა ინგლისურ, იაპონურ, ფრანგულ, უკრაინულ და ქართულ ენებზე. მონაწილეებს ეცვათ მაისური, რომელზეც იაპონიის დროშა იყო გამოსახული. ეს მაისური საგულდაგულოდ დამზადდა ამ ღონისძიებისთვის.
【წარმოდგენილი სიმღერა】
【სიმღერის ტექსტი】


* * * * *

~ასევე ჩატარდა სხვა მრავალი ღონისძიება. ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდეჭერისთვის!~