იაპონიის ელჩის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან
2019/1/28
28 იანვარს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ტადაჰარუ უეჰარა ეწვია გასული წლის დეკემბერში არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ელჩმა უეჰარამ პრეზიდენტს ინაუგურაცია მიულოცა. მხარეებმა გაცვალეს აზრები იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაზე.
