იაპონიის განვითარების დახმარება საქართველოსთვის

2024/8/20
საქართველო არის იაპონური იენის სესხის, საგრანტო დახმარების, და სხვა დახმარების მიმღები ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. საქართველოს მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების დროული გადაჭრა, როგორებიცაა პროფესიონალი კადრების ნაკლებობა, მოძველებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და გარემოს დაბინძურება. ასევე ქვეყანას სჭირდება დახმარება დემოკრატიზაციის და საბაზრო ეკონომიკის დაარსების პროცესში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად.
2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, იაპონიის მთავრობამ UNHCR-ის მეშვეობით გამოჰყო 1 მილიონი აშშ დოლარი როგორც გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება იძულებით გადაადგილებული პირებისათვის. ამავე წლის ოქტომბრის თვეში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, იაპონიამ გამოჰყო 200 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს რეაბილიტაციისთვის. აღნიშნული თანხები მოხმარდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდასაჭერად, და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესებას.
იაპონია, აგრეთვე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგრანტო დახმარებას გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების და გრასრუტების კულტურულ პროგრამებს, რომლებიც ახორციელებენ პირდაპირ დამხარებას საქართველოს მოწყვლადი ადამიანებისა და ჯგუფებისათვის გრაასრუტების დონეზე.

საგრანტო პროექტების ხელმოწერის და გახსნის ცერემონიები

2024 2023 2022 2021
2020

2018