პროექტის “ახალგორის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მძიმე ტექნიკის შეძენის შესახებ” გახსნის ღონისძიება
2023/7/5
2023 წლის 5 ივლისს, წეროვანის დევნილთა დასახლებაში გაიმართა პროექტის “ახალგორის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მძიმე ტექნიკის შეძენის შესახებ” გახსნის ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრნენ იპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ბ-ნი იშიძუკა ჰიდეკი, ასევე, ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.
მძიმე ტექნიკის დახმარებით ფრეზეთის, წეროვანისა და წილკანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს გაუმჯობესებულ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს, როგორებიცაა, გზების, კანალიზაციის, სასმელი და სანიაღვრე წყლის სისტემები. გრანტის მოცულობა: 66,674 აშშ დოლარი.