საქართველოსთვის იაპონური ახალი თაობის ავტომობილების გადაცემის ცერემონია

2018/2/7
2018 წლის 2 თებერვალს  თბილისის საგანგებო სიტუაციების ცენტრში გაიმართა  საქართველოსათვის  ახალი თაობის იაპონური ავტომობილების გადაცემის ცერემონია. 
 
ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი მიხეილ ჯანელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,  თბილისის მერი ბატონი კახი კალაძე და სხვა ოფიციალური პირები. იაპონიის მხრიდან ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, კორპორაცია „მიცუბიშის“ დირექტორი ბატონი ჰიროო კურიჰარა და სხვები.
 
შინგან საქმეთა სამინისტროსათვის ეკო-მეგობრული ავტომობილების გადაცემის ცერემონია საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაფასა გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების და ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით. პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს აღნიშნული გრანტისათვის.
 
იაპონიის ელჩმა ბატონმა უეჰარამ გამოხატა მადლიერება მათ მიმართ, ვინც მონაწილეობდა  ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებაში და იმედი გამოთქვა, რომ ელექტრომობილები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს  გარემოსდაცვით საკითხებს.
 
2015 წლის მარტში იაპონიის და საქართველოს მთავრობებს შორის  ხელი მოაწერა დოკუმენტს  საქართველოსთვის არასაპროექტო საგრანტო დახმარების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ეკო-მეგობრული ავტომობილების შეძენას. აღნიშნული გრანტით შესყიდულ იქნა 45 ცალი დასატენი ჰიბრიდული ელექტრო მობილი „Mitsubishi Outlander Plug-in Hybrid“   და 51 ცალი ელექტრო მობილი „Mitsubishi I-Miev“. აღნიშნულმა გრანტის ოდენობამ 500 მილიონი იენი შეადგინა.
 
      Description: IMG_9136