პროექტის „ჩოხატაურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისთვის მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო მანქანების შეძენა“ ხელმოწერის ცერემონია
2022/12/16
2022 წლის 8 დეკემბერს, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც ჩოხატაურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისთვის მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო მანქანების შეძენას გულისხმობს.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კუტიბაშვილმა.
მაღალმთიან რელიეფსა და მთის კლიმატურ პირობებზე გათვლილი სასწრაფო-სამედიცინო მანქანები, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით, ჩოხატაურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას. გრანტის მოცულობა: 140,000 დოლარი.