პროექტის „ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე 3 ქალაქისთვის კანალიზაციის ვაკუუმ სატვირთო მანქანის შეძენა“ ხელმოწერის ცერემონია

2021/12/2
2021 წლის 2 დეკემბერს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე 3 ქალაქისთვის კანალიზაციის ვაკუუმ სატვირთო მანქანის შეძენის შესახებ.
 
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ და ორგანიზაციის „თაობათა დიალოგი“ გენერალურმა მდივანმა ქ-ნა ლანა თოთაძემ.
 
პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნება მძიმე ტექნიკა, რომლის დახმარებითაც ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს გაუმჯობესებულ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს, როგორებიცაა, გზების, კანალიზაციის, სასმელი და სანიაღვრე წყლის სისტემები. გრანტის მოცულობა: 79,600 აშშ დოლარი.