პროექტის „მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობის მოწყობა“ გახსნის ცერემონია
2022/7/15
2022 წლის 15 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა სასათბურე მეურნეობა, რომელიც იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა. სათბურის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ იპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ბ-ნი იმამურა აკირა; სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები მცხეთა-მთიანეთის მხარეში გოჩა ქათამაძე და გიორგი კაპანაძე; ახალგორის გამგებელი, ბ-ნი ნუგზარ თინიკაშვილი; ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ და კოოპერატივის „წილკანი“ წარმომადგენლები.
2000 კვმ ფართობზე მოწყობილი სასათბურე მეურნეობა, ბოსტნეულის ჩითილების მიწოდებით, ხელს შეუწყობს დევნილთა დასახლებაში, ასევე, ჭიათურასა და ტყიბულში არსებული საოჯახო მეურნეობების განვითარებას. სასათბურე მეურნეობას მართავს კოოპერატივი „წილკანი“, ორგანიზაციასთან „გარემო და განვითარება“ ერთად. პროექტის ბიუჯეტი: 71,249 აშშ დოლარი.