პროექტის „მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობის მოწყობა“ ხელმოწერის ცერემონია
2021/3/9
2021 წლის 9 მარტს ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობის მოწყობის შესახებ.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ და ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ აღმასრულებელმა დირექტორმა - ქალბატონმა ნინო ხელაძემ. პროექტის ფარგლებში მცხეთის დევნილთა დასახლებაში მოეწყობა სასათბურე მეურნეობა რათა ხელი შეუწყოს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას და სიღარიბის შემცირებას მცხეთაში, ჭიათურასა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში. გრანტის მოცულობა 71,249 ამერიკული დოლარი.