გრასრუტების კულტურული საგრანტო პროექტები (GCGP)

2021/9/13
გრასრუტების კულტურული საგრანტო პროგრამა (GCGP) წარმოადგენს საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთ-ერთ საგრანტო სქემას, რომელიც ითვალისწინებს კულტურული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროექტების დაფინანსებას.  გრასრუტ დონეზე კულტურის პოპულარიზებასა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობასთან ერთად, GCGP პროექტებისთვის მნიშვნელოვანია იაპონურ კულტურასთან კავშირების გაღრმავების პროცესიც. 
 
GCGP საგრანტო თანხით შესაძლებელია დაფინანსდეს აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის შეძენა კულტურული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ასევე, აღნიშნული დაწესებულებებისთვის შენობის მშენებლობა, რეაბილიტაცია და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის საჭირო აქტივობები.  
 
გრანტის მიღება შეუძლიათ
  • არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • ადგილობრივ თვითმმართველობებს (მერია);
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
 
პროექტის მიმართულებებია
 
პროგრამის ფარგლებში შეიძება დაფინანსდეს პროექტები, რომლებიც მიმართულია კულტურის პოპულარიზაციაზე და უმაღლესი განათლების გაუმჯობესებაზე გრასრუტ დონეზე. ამავდროულად მნიშნელოვანია პროექტში აისახოს იაპონიასთან კულტურული კავშირების გაღრმავების პროცესი.  კულტურული გრასრუტ პროექტები უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ 10 წლის განმავლობაში.
 
სამაგალითო პროექტები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია
 
  • უნივერსიტეტებში იაპონური ენის ცენტრების აღჭურვა;
  • მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულებების აჭურვა;
  • საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია;
  • სპორტული დარბაზების განახლება და ინფრასტრუქტურის განვითარება (საბრძოლო ხელოვნების ჩათვლით);
  • მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილების დაცვა;
  • სხვა.
  
შერჩევის კრიტერიუმები
  • აპლიკანტი ორგანიზაციის გამოცდილება და პროექტის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობა;
  • პროექტის მიზანშეწონილობა;
  • პროექტის მდგრადობა:
  • მოთხოვნილი გრანტის მიზანშეწონილობა და ხარჯეფექტურობა;
  • პროექტის განხორციელების აუცილებლობა და მისი გავლენის დონე;
 
გრანტის მოცულობა
იაპონიის სახელმწიფოს საგრანტო თანხის მიმღები ყოველწლიურად იდენტიფიცირდება შემოწმების და შეფასების შედეგად. პროექტის ღირებულება ძირითადად არ აღემატება 10 მილიონ იენს და ირიცხება ამერიკულ დოლარში ფიქსირებული სავალუტო კურსით (დაახლოებით 100,000 ამერიკული დოლარი).
 
 
იაპონიის საელო იღებს განაცხადებს მთელი წლის განმავლობაში.
 
საპროექტო განაცხადი ინგლისურ ენაზე წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: ecocoop@tb.mofa.go.jp
 
შესავსები ფორმები შეგიძიათ ჩამოტვირთოთ აქ