პროექტის „მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენა ბათუმისთვის” გახსნის ცერემონია

2021/6/12
2021 წლის 12 ივნისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა პროექტის „მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენა ბათუმისთვის” გახსნის ცერემონია, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დაფინანსდა.
 
ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ბატონი იმამურა აკირა; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ბ-ნი თეიმურაზ მღებრიშვილი მოადგილესთან და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად. ასევე, ბათუმის მერი, ბ-ნი არჩილ ჩიქოვანი და ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ხელმძღვანელი - ბ-ნი ვანო გრიგოლაშვილი.
 
პროექტის ფარგლებში, იაპონური მეორადი სახანძრო მანქანა გადაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ბათუმის ტერიტორიაზე მაღალ სართულიან შენობებში სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად. სახანძრო ტექნიკა შეამცირებს ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობას ხანძრებისადმი და ამასთანავე, გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობებს. გრანტის მოცულობა: 141’268 აშშ დოლარი.