პროექტის „ნარჩენების შემგროვებელი მანქანის შეძენა ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის“ გახსნის ცერემონია

2022/4/28
2022 წლის 28 აპრილს, გაიმართა პროექტის “ნარჩენების შემგროვებელი მანქანის შეძენა ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის“ გახსნის ცერემონია, რომელიც იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა. ღონისძიებას დაესწრნენ იპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ბ-ნი იმამურა აკირა, მაჟორიტარი დეპუტატი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ბ-ნი სამველ მანუკიანი; სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი სამცხე-ჯავახეთის მხარეში,  ბ-ნი გიორგი მიქელაძე; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი მელქონ მაკარიანი და მისი მოადგილეები.
 
პროექტის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიძინა ნარჩენების შემგროვებელი მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას მუნიციპალიტეტის 9 სოფლიდან, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. გრანტების მოცულობა: 56,000 აშშ დოლარი.