პროექტის “მანდარინის სათბურ-იზოლატორის მოწყობა აჭარის ა/რ-ში” ხელმოწერის ცერემონია

2022/3/22
2022 წლის 22 მარტს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს - მანდარინის სათბურ-იზოლატორის მოწყობა აჭარის ა/რ-ში.
 
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ და აჭარის აგროსერვის ცენტრის დირექტორმა ბ-ნმა გოჩა ბერიძემ.
 
პროექტის ფარგლებში, აჭარის ა/რ-ში მოეწყობა მანდარინის სათბურ-იზოლატორი, რომელიც ხელს შეუწყობს მანდარინის ნერგების ხარისხის გაუმჯობესებას და საშუალებას მისცემს ადგილობრივ წარმოებას, რომ დაუახლოვდენენ საერთაშორისო სტანდარტებს. გრანტის მოცულობა: 64,330 აშშ დოლარი.